Friday, December 9, 2011

სურათები





სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის  სახელწოდება:
 "მუსიკალური საკრავები და მათი ტემბრული გამომსახველობა"
 
2. პროექტის  მთავარი  იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები  მიიღებენ მეტ ინფორმაციას მუსიკალური საკრავების მრავალფეროვნებაზე და ტემბრალურ თავისთავადობაზე.


3.პროექტის  აქტუალობა:
აქტუალობა მდგომარეობს იმაში რომ  მოსწავლის  აზროვნებაში  მოხდეს მუსიკალური აზროვნების და სმენის განვითარება. ტემბრალური  თავისთავადობა და მისი ჯეროვანი აღქმა მოხდება მელოდიის, რიტმის და ჰარმონიის ორგანული კავშირით, რომელიც მოითხოვს ხანგრძლივ სმენით პრაქტიკას, ჟანრულად მაღალმხატვრული ნიმუშების მოსმენით.

4. პროექტის  მიზნები:
მოსწავლე ანსხვავებდეს მუსიკალურ საკრავებს ვიზუალურად, ჟღერადობის  მიხედვით, საშემსრულებლო ტექნიკით.

5. მონაწილეთა  ასაკი:
13  წელი.

6. ვადები/ხანგრძლივობა:
2  თვე

7. მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეს შესაძლოა გაუჩნდეს  სურვილი რომელიმე საკრავზე სწავლის, ან თვითონ შეძლოს რომელიმე ინსტრუმენტის დამზადება.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო, თვალსაჩინოებები, მუსიკალური ინსტრუმენტები.

9 პროექტის მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):
მოსწავლე მუშაობს ინდივიდუალურად, აგროვებს ინფორმაციას ინსტრუმენტების შესახებ რა მასალისგან მზადდება, რა დრო ჭირდება მის დამზადებას, როგორი აგებულებისაა თითოეული მათგანი  როდის წარმოიშვა.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინტეგრირება  ვიზუალურ ხელოვნებასთან (ინსტრუმენტების ხატვა).

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
მანანა ბეჟიაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
mananabezhiashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  
mananabezhiashvili.blogspot.com